ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









03/29/2023 რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 1-ელ აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 3 აპრილამდე 

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 5 -9 ივნისს.

მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერინგი, საკომუნიკაციო სისტემები და ქსელები, საინჟინრო მათემატიკა, მასალათმცოდნეობა და ინჟინერინგი, სამშენებლო და ურბანული დაგეგმარება, მექანიკა და მართვის სისტემების ინჟინერინგი.

 

სიახლეებში დაბრუნება