ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









03/22/2023 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებითი აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 4 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 7 აპრილამდე

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან 1 ადმინისტრაციული/აკადემიური თანამშრომლის მობილობა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 12-16 ივნისს დაგეგმილ პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.

 

სიახლეებში დაბრუნება