ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









03/22/2023 პალერმოს უნივერსიტეტი (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 4 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 7 აპრილამდე

პალერმოს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული და 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში.

მიმართულება: აგროკულტურა, იტალიური ენა და კულტურა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, სოფლის მეურნეობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საქართველოში იტალიის საელჩოში უნდა აიღონ იტალიური ფისკალური კოდის დოკუმენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება