გაცვლითი პროგრამა იასარის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









03/22/2023 იასარის უნივერსიტეტი (Yaşar University) (იზმირი, თურქეთი.), გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას 2022/2023 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა.

იასარის უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ნახვა შესაძლებელია აქ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება