Erasmus+ - სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









03/04/2023 2022 წლის 16 - 20 მაისს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ტრეინინგის  მიზნით, მობილობით იმყოფებოდა ჰასან ილკერ ილდირიმი (Hasan Ilker Yildirim), პროექტის კოორდინატორი სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტიდან (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი).

ახალგაზრდა თურქი კოლეგა თურქული უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ოფისის თანამშრომელია და მისი საქმიანობა სტუდენტებთან კონსულტაციებსა და სათანადო ადმინისტრაციულ აქტივობებს მოიცავს. შესაბამისად, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სტუდენტთა რეკრუტირება, სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დეტალები და სხვ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა თურქ კოლეგას დაათვალიერებინეს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური ექსპონატებით და იქ მიმდინარე გამოფენა.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული აქტივობების ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით თურქ სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თბილისის ღირსშესანიშნაობებსა და ქართულ სამზარეულოს.


 

სიახლეებში დაბრუნება