ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (მეშვიდე საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)









03/02/2023 შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2023 წლის 12-16 ივნისს - Erasmus+ ICM Staff Week.

პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარებას, ინსტიტუციური განვითარების პროექტების მომზადებასა და განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია პრაქტიკული სემინარები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში; საერთაშორისო თანამშრომლობა უნივერსიტეტებში: ახალი მოთხოვნები და შესაძლებლობები შეცვლილ კონტექსტში; საერთაშორისო ქსელები და სტრატეგიის მნიშვნელობა; კრიზისის მენეჯმენტი და საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო სტუდენტებთან მიმართებით; პროექტების განხორციელება, როგორც ახალი კონტაქტების დამყარების (ნეტვორქინგის) მოდელი და სხვ.

საერთაშორისო კვირეულის სამუშაო ენაა ინგლისური.

იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება ჰიბრიდულ ან ონლაინ ფორმატში ჩატარდება, კვირეულის მონაწილე ვალდებულია, რომ ფიზიკურად იმყოფებოდეს ანკარაში.

კოორდინატორის მითითებით, კვირეულში მონაწილეობა არ შეუძლიათ პირებს, რომლებსაც მანამდე უკვე აქვთ მონაწილეობა მიღებული შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კვირეულში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლისთვის აუცილებელია ონლაინ სააპლიკაციო განაცხადის შევსება მიმდინარე წლის 15 აპრილამდე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ  უნივერსიტეტში.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

სიახლეებში დაბრუნება