ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში - 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









02/28/2023 გაზის უნივერსიტეტი (Gazi University) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

გაზის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაზის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: მანქანათმშენებლობა, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, სამშენებლო, მეტალურგია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

გაზის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაზის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: მანქანათმშენებლობა, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, სამშენებლო, მეტალურგია.

 

სიახლეებში დაბრუნება