ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









02/24/2023 დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია და აკადემიური კალენდარი იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 

მიმართულებები: ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე  

დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია და აკადემიური კალენდარი იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.

 

სიახლეებში დაბრუნება