ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









02/24/2023 კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Cluj-Napoca - TUCN) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე 

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტაჟირების მიზნით, 2 თვის ხანგრძლივობით (2023 წლის აპრილ-მაისი, მაის-ივნისი ან ივნის-ივლისი).

მიმართულებები: მშენებლობა, ავტომექანიკა, მექატრონიკა და მანქანათმშენებლობა, ინდუსტრიული ინჟინერია, რობოტიკა და წარმოების მენჯმენტი.

ადმინისტარციული/აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 5 ადმინისტრაციული/აკადემიური თანამშრომლის მობილობა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი; ისეთი აკადემიური მიმართულების დეპარტამენტები, როგორიცაა მშენებლობა, ავტომექანიკა, მექატრონიკა და მანქანათმშენებლობა, ინდუსტრიული ინჟინერია, რობოტიკა და წარმოების მენჯმენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება