ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









02/24/2023 Junia ISA Lille უნივერსიტეტი (Junia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISA Lille უნივერსიტეტში.

მიმართულებები: აგრარული მიმართულებები - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, აგრობიზნესი.

 

სიახლეებში დაბრუნება