Erasmus+ - სამუშაო შეხვედრა სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების თანამშრომლებთან









02/21/2023 24 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართ., ოთახი #215) ჩატარდება შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, Erasmus+ გაცვლით პროექტებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განხილული იქნება მობილობის შესაძლებლობები Erasmus+ გაცვლით პროექტების ფარგლებში, შესაბამისი პროცედურები და რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი ყოველკვირა ატარებს საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებს: ორშაბათობით - სტუდენტებისთვის და პარასკევობით - თანამშრომლებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება