Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









02/21/2023 ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2012-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე

ERASMUS+ მობილობაში მონაწილე თანამშრომლებისთვის მიმღები უნივერსიტეტის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

კოორდინატორი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, მობილობის განხორციელება სასურველია გაზაფხულზე დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ელექტრონიკა და ავტომატიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, მშენებლობა, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

 

სიახლეებში დაბრუნება