ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









02/20/2023 კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kaunas University of Applied Sciences - KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე

კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის ივნისამდე.

მიმართულებები: ბიზნესი, ტექნოლოგიები.

 

სიახლეებში დაბრუნება