ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









02/19/2023 თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა, თურქეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

ინფორმაცია შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

სააპლიკაციო პროცედურებთან და შესაბამის ფორმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა დასავლეთ შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტმა, რომელიც მობილობის პერიოდში აპირებს მიმღებ უნივერსიტეტში კვლევის ჩატარებას, თავად უნდა მოიძიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამისი დეპარტამენტიდან და სააპლიკაციო განაცხადთან ერთად, მიმღებ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს თანხმობის დოკუმენტი (Thesis Document).

მიმართულებები: იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება