ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის კოლეჯში / ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (საერთაშორისო ტრეინინგის კვირეული თანამშრომლებისთვის)









02/17/2023 ვილნიუსის კოლეჯი / ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija / Vilnius University of Applied Sciences - VIKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე 

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა განხორციელდება მხოლოდ 2023 წლის 19-23 ივნისს, კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. კვირეულის ტრეინინგის თემატიკა მკვლევართა კომპეტენციების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა, ელექტრონიკა.

 

სიახლეებში დაბრუნება