ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









02/17/2023 დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 1 სტუდენტის მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა (ბუღალტერია და ფინანსები); ტურიზმის მენეჯმენტი; ელექტროინჟინერია; მანქანათმშენებლობა; ინფორმატიკა და კომპიუტერული ინჟინერია.

 

სიახლეებში დაბრუნება