კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი ნორთრიჯში - სტიპენდიების პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგის მენეჯმენტში









02/17/2023 კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი ნორთრიჯში (California State University Northridge) (აშშ) აცხადებს სტიპენდიების პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგის მენეჯმენტში, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

მოწინავე აპლიკანტების 10% მიიღებს სტიპენდიებს და შესაძლებლობა ექნებათ, 3 კვირის განმავლობაში ისწავლონ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, გაიარონ სრული სალექციო კურსი და ჰქონდეთ სამუშაო შეხვედრები ორშაბათი-ხუთშაბათის განმავლობაში.

შერჩევის მომენტისათვის აპლიკანტი უნდა იყოს 18 წლის, დასრულებული ჰქონდეს 4 სემესტრი და ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.

შერჩევის პროცესი:
1. ზაფხული და ზამთარი 2024 ბროშურის გათვალისწინებით, აპლიკანტმა უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი პროგრამა;
2. შეავსოს სააპლიკაციო ფორმა;
3. სამოტივაციო წერილში დაასაბუთოს სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შეტანის მიზეზი და ახსნას, რამდენად დაეხმარება პროგრამა სამომავლო მიზნების მიღწევაში;
4. სააპლიკაციო განაცხადის განხილვის შემდგომ, ე.წ. სტიპენდიების მრჩეველი დაეკონტაქტება კანდიდატს;
5. გამარჯვებულ კანდიდატებს პასუხი შეეტყობინებათ 10 დღის შემდეგ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება