ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









02/16/2023 AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

მიმდინარე წლის 31 მარტის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა.

მიმართულებები: წარმოება და გადამუშავება; ინჟინერია; გარემოს დაცვა.

 

სიახლეებში დაბრუნება