ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წელი









02/16/2023 გეიზენჰეიმის უნივერსიტეტი (Geisenheim University) (გეიზენჰეიმი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის (I-II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე

მიმდინარე წლის 31 მარტის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

გაცვლითი სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

გეიზენჰეიმის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 10 თვის ხანგრძლივობით, 2023-2024 აკადემიურ წელს.

მიმართულება: ინგლისურენოვანი ბაკალავრიატი - ღვინის ბიზნესი, მაგისტრატურა - ღვინის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი სალექციო კურსები ტარდება მხოლოდ საშემოდგომო სემესტრში. მაგისტრატურის სტუდენტები მეორე სემესტრში გაივლიან პრაქტიკას. 

 

სიახლეებში დაბრუნება