ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრები (კონკურსი თანამშრომლებისთვის)









02/14/2023 კორდობის უნივერსიტეტი (University of Cordoba - UCO) (კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (II  სემესტრი) და 2023-2024 საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე

კორდობის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიმდინარე წლის 13 მარტის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა კორდობის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ისტორის და არქეოლოგია; ლიტერატურა და ლინგვისტიკა; მენეჯმენტი და ადმინისტრირება; სამართალი; ბიზნესი; ქიმია; გარემოს დაცვა; ფიზიკა; ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ენერგეტიკა; ელექტროინჟინერია; ელექტრონიკა და ავტომატიკა; კვების ტექნოლოგია; სამთო; სამშენებლო.

 

სიახლეებში დაბრუნება