Erasmus+ - Junia ISA Lille და Junia ISEN Lille უნივერსიტეტების კოლეგების აკადემიური მობილობა სტუ-ში









02/14/2023



2022 წლის 12 - 16 დეკემბერს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი Junia ISA Lille და Junia ISEN Lille უნივერსიტეტების (ლილი, საფრანგეთი) აკადემიური თანამშრომლები კლერ ჟული მარი მერსიე (Claire Julie Marie mercier) Junia ISA Lille უნივერსიტეტის კვების მეცნიერების დეპარტამენტიდან და კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის დეპარტამენტის  ასოც. პროფ. ნასიმ იჰადადენე (Nacim IHADDADENE) Junia ISEN Lille უნივერსიტეტიდან.

ახალგაზრდა ფრანგმა ლექტორმა კლერ მერსიემ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კვების ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი ფერმენტაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი პრაქტიკული მაგალითების განხილვით და, ასევე, ზოგადად, ფერმენტირებული პროდუქციის უპირატესობის შესახებ.
ასოც. პროფ. ნასიმ იჰადადენეს უმასპინძლა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხეკლმძღვანელმა პროფ. მარიამ ჩხაიძემ. ფრანგმა კოლეგამ დეპარტამენტის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების შესახებ.

მობილობის ფარგლებში გაიმართა აღნიშნული ფაკულტეტების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, სადაც განხილული იქნა ერთობლივი კვლევითი და აკადემიური საქმიანობის პერსპექტივები, ასევე, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობები ქართველ და ფრანგ კოლეგებს შორის.

გაიმართა სამუშაო შეხვედრაც სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, სადაც ბატონ იჰადიდენეს თან ახლდა პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი ვირა ვანეპენი (Vira Wannepain), რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში. სამუშაო შეხვედრაში ფრანგ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში იმ დროისათვის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით მყოფმა ტომას დავიდ როჩა კორეირამ (Tomás David Rocha Correia) ბეირას ინტერიორის უნივერსიტეტიდან (University of Beira Interior) (კოვილია, პორტუგალია), ასევე, Junia ISEN Lille უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პროექტის კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტებმა ნინო გოგოლაძემ და ლუკა მეტრეველმა (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტები); ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა პროფ. დევი ხვედელიანმა და თანამშრომლებმა: ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა, მარიკა ზვიადაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე Erasmus+ გაცვლით პროექტებს Junia ISEN Lille და  Junia ISA Lille უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც ძირითადი მიმართულებებია შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიებიდა აგრარული. ასევე, განიხილეს ანგარიშის მოსამზადებელი დეტალები Junia ISEN Lille უნივერსიტეტთან მიმდინარე გაცვლით პროექტთან დაკავშრებით.

სტუდენტებმა პროექტის კოორდინატორს დაუსვეს შეკითხვები ლილის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკაშირებით მათთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებზეც ქალბატონმა ვანეპენმა ამომწურავად უპასუხა და ქართველი სტუდენტებიც საფუძვლიანად დააკვალიანა ლოგისტიკურ დეტალებში.


 

სიახლეებში დაბრუნება