ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









02/13/2023 ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე 

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება იხილეთ აქ.

მიმდინარე წლის 13 მარტის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მიმართულებები: არქიტექტურა, სამშენებლო, ქიმია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამთო, გეოლოგია, გარემოსდაცვა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები.

 

სიახლეებში დაბრუნება