გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამები - 2023-24 სასწავლო წელი









02/07/2023 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის მთავრობის 2023-2024 სასწავლო წლების ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს ბიოტექნოლოგიისა და სასოფლო-სამეურნეო წყლის მენეჯმენტის ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო საფეხურის ორწლიან კურსებს მოიცავს და მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

უკვე მეთხუთმეტე წელია, უნგრეთის ფინანსური მხარდაჭერით, FAO-ს სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე ჩარიცხულები ბუდაპეშტში, უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hungarian University of Agriculture and Life Sciences) ისწავლიან.

სტიპენდია აერთიანებს განაცხადის, სწავლის საფასურის, ძირითადი სახელმძღვანელოების, საერთო საცხოვრებლის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აკადემიური წელი 2023 წლის შემოდგომაზე იწყება. 

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა - 2023 წლის 28 თებერვალი.

სააპლიკაციო ფორმის სანახავად მიჰყევით ბმულს.

წლების განმავლობაში, FAO-სა და უნგრეთის მთავრობის პროგრამით უამრავმა ახალგაზრდა პროფესიონალმა ისარგებლა და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ კარიერულ წარმატებას მიაღწია. კურსადმთავრებულები, ასევე, პროგრამის სხვა მონაწილეებსა და პროფესორებთან ერთად, გლობალური პროფესიული ქსელის წევრები ხდებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლით დაუკავშირდეთ FAO-ს რეგიონულ ოფისს:  REU-Scholarship@fao.org

სასარგებლო ბმულები:

 

სიახლეებში დაბრუნება