ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









01/31/2023 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 თებერვალი.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 17 თებერვლამდე.

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის პერიოდია 2023 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე.

კანდიდატების შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში. შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მიმდინარე წლის 22-26 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტოლოგია და საჯარო მმართველობა, სამართალი, კვების ტექნოლოგია, მანქანათმშენებლობა, სამშენებლო, მათემატიკა, გეოლოგია, მასალათმცოდნეობა და ინჟინერია.

 

სიახლეებში დაბრუნება