ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის)









01/25/2023 კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kaunas University of Applied Sciences - KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე 


კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმდინარე წლის 6-10 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულებები: ბიზნესი, ტექნოლოგიები.

 

სიახლეებში დაბრუნება