ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









01/23/2023 ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე

შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაგეგმილ V საერთაშორისო კვირეულში.

ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა.

 

სიახლეებში დაბრუნება