ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









01/20/2023 სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური / ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე 

მიმღებ უნივერსიტეტში ნომინაციის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა 2023 წლი 19 თებერვლამდე უნდა გაიარონ ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა.

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მიმდინარე წლის 8-12 მაისს დაგეგმილ IV საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულებები: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო სპეციალობები, კომუნიკაცია, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი.

 

სიახლეებში დაბრუნება