ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა - 2023/24 აკადემიური წელი









01/11/2023 ცხადდება კონკურსი პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამაზე (The Lane Kirkland Scholarship Program) 2023/2024 აკადემიური წლისათვის.

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მარტი.

დეტალური ინფორმაცია ზემოაღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება