საერთაშორისო ჟურნალი “Computers” - სპეციალური გამოშვება „ბლოკჩეინის ტექნოლოგია - მნიშვნელოვანი ინოვაციური გარღვევა თანამედროვა მეწარმეობაში“









01/05/2023 საერთაშორისო ჟურნალი “Computers” („კომპიუტერები “) (ISSN: 2073-431X, CiteScore 3.7, Tracked for IF) 2023 წლის ოქტომბრისათვის ამზადებს სპეციალურ გამოშვებას "Blockchain Technology – a Breakthrough Innovation for Modern Industries" („ბლოკჩეინის ტექნოლოგია - მნიშვნელოვანი ინოვაციური გარღვევა თანამედროვა მეწარმეობაში“).

აღნიშნული სპეციალური გამოშვებება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჩართულობით  მზადდება და ჟურნალის რეცენზენტების მიერ შერჩეული 3-მდე საუკეთესო სტატია ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისათვის უფასოდ გამოქვეყნდება (საგულისხმოა, რომ სტანდარტული გადასახდელი აღნიშნულ ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად 1400 შვეიცარული ფრანკია).

სტატიების წარდგენის მიმდინარე პროცესი 2023 წლის 20 ოქტომბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება