ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - მობილური სტუდენტის (Free Mover Student) პროგრამა









01/02/2023 ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) აცხადებს ე.წ. მობილური სტუდენტის (Free Mover Student) ერთსემესტრიან სასწავლო პროგრამას უცხოელი სტუდენტებისთვის.

მობილური სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს არ გადაიხდის, ის მხოლოდ მგზავრობისა და აკომოდაციის ხარჯებს დაფარავს, რაც თვეში დაახლოებით 240 ევროს (1100 პოლონური ზლოტი) უტოლდება.

აკომოდაციას უზრუნველყოფს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი Ikar სტუდენტური საცხოვრებელით.

სასწავლო სემესტრის პერიოდია 01.03.2023 – 30.06.2023.

სასწავლო კურსებს მობილური სტუდენტები გაივლიან მიმღები უნივერსიტეტის შემდეგ ფაკულტეტებზე:
სააპლიკაციო დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე):
  • სასწავლო ხელშეკრულება
  • B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურის მითითებით
დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები PDF-ფაილების სახით ელექტრონულად უნდა გადააგზავნონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge, 2023 წლის 16 იანვრამდე (18:00 სთ).
მიმღებ უნივერსიტეტში სააპლიკაციო დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 იანვარი.

საკონტაქტო პირი:
ქალბატონი მონიკა სტანიში (Monika Stanisz)
ელ.ფოსტა: monikas@prz.edu.pl

 

სიახლეებში დაბრუნება