საერთაშორისო ჟურნალი “Sustainability” - სპეციალური გამოშვება „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესება დიდ მონაცემთა მენეჯმენტის საშუალებით“









01/02/2023 საერთაშორისო ჟურნალი “Sustainability” („მდგრადობა“) (ISSN 2071-1050, CiteScore 3.9, IF 3.251) 2023 წლის სექტემბრისათვის ამზადებს სპეციალურ გამოშვებას (“Improving Agriculture Productivity and Sustainability through Big Data Management” („სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესება დიდ მონაცემთა მენეჯმენტის საშუალებით“).

აღნიშნული სპეციალური გამოშვებება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჩართულობით  მზადდება და ჟურნალის რეცენზენტების მიერ შერჩეული 3-მდე საუკეთესო სტატია ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისათვის უფასოდ გამოქვეყნდება (საგულისხმოა, რომ სტანდარტული გადასახდელი აღნიშნულ ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად 1400 შვეიცარული ფრანკია).

სტატიების წარდგენის მიმდინარე პროცესი 2023 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება