სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი „შავი ზღვის მეცნიერება 2023“









12/06/2022 ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Odesa National University of Technology) (ოდესა, უკრაინა) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსში „შავი ზღვის მეცნიერება 2023“, რომელიც ტარდება შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელისა (Black Sea Universities Network) და ISEKI-Food ასოციაციის ეგიდით.

პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 თებერვალი.

კონკურსის სამეცნიერო მიმართულებებია:
  • სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგიები;
  • ეკონომიკა და ადმინისტრირება;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და რობოტექნიკა;
  • ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა;
  • ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
  • ტურიზმი, სასტუმრო და რესტორნის ბიზნესი.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა და საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება