ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)









11/28/2022 დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 2 სტუდენტის მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (4-4 თვით). პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა (ბუღალტერია და ფინანსები); ტურიზმის მენეჯმენტი; ელექტროინჟინერია; მანქანათმშენებლობა; ინფორმატიკა და კომპიუტერული ინჟინერია).

 

სიახლეებში დაბრუნება