საუნივერსიტეტო კვლევების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის









11/19/2022 მდგრადი განვითარების საკითხები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიო მოსახლეობისთვის. უნივერსიტეტებს ამ პროცესში საკვანძო როლი აქვთ, მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტიც, რომლის მისიას კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, კვლევების, განათლების და ტექნოლოგიების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ეკოსისტემაში ინტეგრირებისათვის ინოვაციური საქმიანობის წარმართვა.

უნივერსიტეტები ხშირად ახორციელებენ პროექტებს მიზანმიმართულად კონკრეტულ სფეროში კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის, გამოსცემენ აკადემიური კვლევის შედეგებს სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების სახით.

ეს შედეგები განაპირობებენ ინოვაციური პროცესების აქტიურ დანერგვას პრაქტიკაში, ინოვაციური პროდუქტების შექმნას, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ვინაიდან ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებასა და ეკონომიკაზე.

ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ნიდერლანდების ვაგენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University) მკვლევართა მცირე სტატიას ახალი ტექნოლოგიების როლზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება