ინსტიტუტ ტექინფორმის საინფორმაციო კამპანია - აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები ღია მეცნიერების პლატფორმის AGRIS-ის საშუალებით









11/17/2022 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა - ტექინფორმმა, როგორც AGRIS-ის (AGRICULTURAL SCIENCE AND TECHNOLOGY INFORMATION) ჰაბმა საქართველოში, წამოიწყო აქცია აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემები ღია მეცნიერების პლატფორმის AGRIS-ის საშუალებით. პლატფორმა მიზნად ისახავს AGRIS-ის სისტემის პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის კვლევების რეალიზაციის ღია პლატფორმის მნიშვნელობის ამაღლებას საქართველოში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მონაცემების ხილვადობის, ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესაძლებლობის გაზრდას ქვეყნის ყველა მიზნობრივ ჯგუფში, მეცნიერებსა და კვლევით ორგანიზაციებში.

აქცია გაგრძელდება 2022 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე.

ღია მეცნიერება არის მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია ღია თანამშრომლობაზე და მუშაობის პროცესში ცოდნისა და ინსტრუმენტების რაც შეიძლება ადრეულ და ფართო სისტემურ გაზიარებაზე. ღია ხელმისაწვდომობა კვლევის ისეთ შედეგებზე, როგორიცაა პუბლიკაციები, მონაცემთა ბაზები, მოდელები, ალგორითმები და სამუშაო ნაკადები გადამწყვეტია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევის მოწინავე მეთოდების დანერგვისათვის და წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს მდგრადი განვითარების მიზნების დასაჩქარებლად.

ტექინფორმს, 2000 წლიდან, როგორც AGRIS-ის ეროვნულს ცენტრს, ხოლო 2020 წლიდან უკვე როგორც ქვეყნის ჰაბს თავისი წვლილი შეაქვს AGRIS-ის მონაცემთა ბაზის განახლება-განვითარებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ ტექინფორმის გუნდს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: tech@gtu.ge; razmadze.m@gtu.ge; nellym@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება