ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









11/16/2022 პალერმოს უნივერსიტეტი (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 28 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 30 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია პალერმოს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საინფორმაციო ბიულეტენი, იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია პალერმოს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა სასწავლო მიზნით, 5 თვის ხანგრძლივობით, და 2 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 4 თვის ხანგრძლივობით, 2023 წლის გაზაფხულზე. პრიორიტეტულია აგრარული მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება