Erasmus+ - სალექციო კურსი კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე შედეგებისა და ამოცანების შესახებ, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში









11/14/2022
2022 წლის 24 - 28 ოქტომბერს საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტს (University of Western Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი, რომელმაც პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტში წაიკითხა სალექციო კურსი კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლაზერული ფიზიკისა და 2D ელექტრონიკის თანამედროვე შედეგებისა და ამოცანების შესახებ. იხილეთ პროფ. პაატა კერვალიშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში

 

სიახლეებში დაბრუნება