ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









11/09/2022 რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა:16.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 17 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 18 ნოემბრამდე.

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მობილობის განხორციელების პერიოდია: დასაწყისი 2023 წლის 9 ან 16 იანვარი; დასრულება - 2023 წლის 9 ივნისი.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის (ფრანგული ენის) ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(ინსტიტუციებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პრიორიტეტულია კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟინერინგის მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება