ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









11/08/2022 მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano – PoLiMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 18 ნოემბრამდე.

აპლიკანტებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
  
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 6 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ  უნივერსიტეტში, მათგან 4 მობილობა განხორციელდება 5 თვის პერიოდით, 2 - 4 თვის ხანგრძლივობით. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა). 

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 18 ნოემბრამდე.
  
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა).

 

სიახლეებში დაბრუნება