ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალკალის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









11/08/2022 ალკალის უნივერსიტეტი (University of Alcalá - UAH) (ალკალა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 18 ნოემბრამდე.

ალკალას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია და ფორმები და დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია დოქტორანტურის 1 სტუდენტის  მობილობა ალკალის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები, ასევე, საინჟინრო სპეციალობები).

 

სიახლეებში დაბრუნება