ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









11/04/2022 ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 18 ნოემბრამდე.

ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2). ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. 

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 4 სტუდენტის მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 2 სტუდენტისათვის გათვალისწინებულია დამატებითი ფინანსური დახმარება. პრიორიტეტულია შემდეგი სპეციალობები: მენეჯმენტი - ბაკალავრიატი; ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კვების ტექნოლოგია - ბაკალავრიატი/მაგისტრატურა ან დოქტორანტურა (დოქტორანტებისთვის გათვალისწინებულია მობილობა სტაჟირების მიზნით)).

 

სიახლეებში დაბრუნება