Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









10/28/2022 ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2012-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

ERASMUS+ მობილობაში მონაწილე თანამშრომლებისთვის მიმღები უნივერსიტეტის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

პერსონალის მობილობა განხორციელდება ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში. აკადემიური პერსონალის შემთხვევაში მობილობის პერიოდი განისაზღვრება მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით; ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში - კოორდინატორი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, მობილობის განხორციელება სასურველია გაზაფხულზე დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ  უნივერსიტეტში. აკადემიური პერსონალის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: ელექტრონიკა და ავტომატიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, მშენებლობა, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები).

 

სიახლეებში დაბრუნება