Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









10/28/2022 ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.11.22.

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 9 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.

ნომინირებულმა სტუდენტმა ონლაინაპლიკაცია უნდა გაიაროს 2022 წლის 17 ნოემბრამდე.

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო კურსების, ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის  სტუდენტის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში, "ნულოვანი" გრანტით (ე.წ. "Zero" გრანტი). პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).

 

სიახლეებში დაბრუნება