ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამა პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტში - 2023/24 სასწავლო წელი









10/26/2022 პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Beijing Institute of Technology - BIT) (პეკინი, ჩინეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამას 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

მონაწილეობის მსურველებმა ელქტრონულად უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
1. სააპლიკაციო ფორმა
2. პასპორტის ასლი (ჩინეთის ვიზით)
3. უმაღლესი განათლების დიპლომი ჩინურ ან ინგლისურ ენაზე (დამოწმებული)
4. ნიშნების ფურცელი ჩინურ ან ინგლისურ ენაზე (დამოწმებული)
5. CV
6. სასწავლო გეგმა
7. ორი რეკომენდაცია (პროფესორისგან ან ასოცირებული პროფესორისგან)
8. სარეკომენდაციო ფორმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის
9. ფიზიკური გამოცდის ჩანაწერი
10. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (85 TOEFL, 6.0 IELTS ან BIT-ის მიერ აღიარებული სხვა სერტიფიკატი)
11. ცნობა ნასამართლეობის შესახებ
12. ფინანსური გარანტიის წერილი
13. დამატებითი დოკუმენტაცია (ჯილდოები, სერტიფიკატები)
 
CSC სტიპენდია მოიცავს სწავლის, დაზღვევისა და საცხოვრებლის ხარჯს. მგზავრობის თანხას სტიპენდია არ ფარავს. 

მონაწილეობის მსურველებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები PDF ფორმატში უნდა გადააგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge, მიმდინარე წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე. 

ნომინირებული სტუდენტებისთვის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის მოსაკრებელია 600 ჩინური იენი. ისა და სააპლიკაციო დოკუმენტაციის შესახებ, იხილეთ პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება