AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ზამთრის სკოლა









10/21/2022 2022 წლის 8-18 დეკემბერს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) სტუდენტებს ეპატიჟება ზამთრის სკოლაში, რომელიც ტარდება აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული SPINAKER პროგრამის ფარგლებში.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოდან ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს, ასევე, სტუდენტებს იაპონიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ზამთრის სკოლის თემატიკაა მიმდინარე გამოწვევები საინჟინრო და გარემოსდაცვით მიმართულებებში.

სტიპენდიის ოდენობაა 5000 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 1000 ევრო), რომელიც ითვალისწინებს ავიაბილეთს, აკომოდაციას, კვებასა და დაზღვევას.

ზამთრის სკოლის ფორმატი ჰიბრიდულია.

მონაწილეობის მსურველებმა ელქტრონულად უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
• ბიომეტრიული პასპორტის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურის მითითებით
• EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე) 
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 
• სარეკომენდაციო წერილი/წერილები (ინგლისურ ენაზე) 
• ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე) 
• დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციებში, სპორტულ, თვითშემოქმედებით და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებში მონაწილეობა).

მონაწილეობის მსურველებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები PDF ფორმატში უნდა გადააგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს აკადემიური შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე (B2). განიხილება მხოლოდ შემდეგი მიმართულებები: გარემოსდაცვითი ინჟინერინგი, ეკონომიკა, ეკოლოგია, ენერგეტიკა, მენეჯმენტი, არქიტექტურა, სამშენებლო.

საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 28 ოქტომბრამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება