ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









10/21/2022 ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტი (Kutahya Dumlupınar University) (ქუთაჰია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 ნოემბრამდე. 

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

ინფორმაცია ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 2 თვის ხანგრძლივობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ქიმია, არქიტექტურა, მშენებლობა, ელექტროინჟინერია, სამთო ინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა, ინგლისური ენა და ლიტერატურა).

 

სიახლეებში დაბრუნება