ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









10/19/2022 კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში (Constantine the Philosopher University in Nitra) (ნიტრა, სლოვაკეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი სპეციალობები: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში). 

 

სიახლეებში დაბრუნება