გაცვლითი პროგრამა აბდულა გიულის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









10/19/2022 აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია აბდულა გიულის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულია ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აბდულა გიულის უნივერსიტეტში (დაფინანსების გარეშე). პრიორიტეტულია შემდეგი სპეციალობები:
  • ბაკალავრიატი - მშენებლობა, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრონიკა და ელექტროინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, არქიტექტურა, ბიზნესადმინისტრირება, ეკონომიკა, მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა, ბიოინჟინერია, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • მაგისტრატურა - თანამედროვე მასალები და ნანოტექნოლოგიები, ინდუსტრიული ინჟინერია, ელექტრო- და კომპიუტერული ინჟინერია, ბიოინჟინერია, არქიტექტურა, მონაცემთა ანალიზი ბიზნესისა და ეკონომიკისთვის;
  • დოქტორანტურა - ინდუსტრიული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა და მექანიკის ინჟინერია, ელექტრო- და კომპიუტერული ინჟინერია, მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურის ინჟინერია, ბიოინჟინერია, არქიტექტურა.

 

სიახლეებში დაბრუნება