ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









10/16/2022 ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 ნოემბრამდე. 
 
საინფორმაციო გზამკვლევი და დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მობილობა განსაზღვრულია 93 დღით, 2023 წლის გაზაფხულზე. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: ბიზნესი და ადმინისტრირება (დოქტორანტურა), გეოდეზია (დოქტორანტურა), ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), ქიმიური ინჟინერია (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), მექანიკა და ლითონის დამუშავება (დოქტორანტურა), მშენებლობა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა).

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5.11.2022.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

საინფორმაციო გზამკვლევი და დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის აუცილებელია ონლაინრეგისტრაციის გავლა).

 

სიახლეებში დაბრუნება