საერთაშორისო კონფერენციას - ICSULA-2022









10/07/2022 2022 წლის 26-27 ოქტომბერს თურქეთის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტი (IKSAD Institute) და კონიის სელჩუკის უნივერსიტეტი (Konya Seljuk University) ონლაინრეჟიმში ატარებენ საერთაშორისო კონფერენციას - ICSULA-2022 (International  Conference on Sustainable Cities and Urban Landscapes).

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა (რეგისტრაცია, პრეზენტაცია, პუბლიკაცია, სერტიფიკატი). 

ძირითადი თემატიკა:
• სოციალური მეცნიერებები (ურბანული მიმართულებით)
• საქალაქო მშენებლობა
• არქიტექტურა
• გარემოს დაცვა
• კულტურა
• კლიმატის ცვლილებები
• ინდუსტრიალიზაცია
• გეოგრაფია
• კადასტრი

აბსტრაქტების წარდგენის ვადაა 12 ოქტომბერი (16:00 სთ, თურქეთის დროით). 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები 12 ოქტომბრამდე (16:00 სთ, თურქეთის დროით) უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ispecconference@gmail.com (word-ის ფორმატით). აბსტრაქტის დადებითად შეფასების შემთხვევაში, თანხმობის წერილის შემდგომ, მონაწილე რეგისტრაციას გაივლის ავტომატურად. 14 ოქტომბერს მიიღებს პროგრამას (შეხვედრის ZOOM-ლინკით), პრეზენტაციის შემდეგ კი - სერტიფიკატს.

 

სიახლეებში დაბრუნება